ბიზნესმენი ვალერი გელაშვილი ხაშურში სოციალურად დაუცველ 500 ოჯახს
სხვადასხვა პროდუქტით დაეხმარა. ამის შესახებ ინფორმაციას ხაშურის
ტელევიზია ,,ივერია'' ავრცელებს.
ამავე ტელევიზიის ცნობით, ეს პროდუქტები სააღდგომოდ დარიგდა.
სააღდგომოდ სასურსათო პაკეტი ხაშურის მერიამაც გაამზადა. შესყიდვების
სამსახურის ცნობით, მერია სოციალურად დაუცველ 300 ოჯახს დაეხმარა.