ინტერნეტსივრცეში გავრცელდა
ვიდეომასალა,
რომელშიც ასახულია, როგორ ბილწსიტყვაობს და იმუქრება სასულიერო პირის
კაბაში შემოსილი პირი.
ფაქტს საპატრიარქო გამოეხმაურა და განცხადება გაავრცელა:
,,ბუნებრივია, ამ ფაქტმა საზოგადოების სამართლიანი აღშფოთება
გამოიწვია. ▪️ როგორც დადგინდა, აღნიშნული პიროვნება რუის-ურბნისის
ეპარქიის კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის მონასტრის მორჩილია. მისი
ქმედების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ეპარქიას, რათა საეკლესიო
სამართლის ფარგლებში ეპარქიაშივე მოხდეს ზემოაღნიშნულ ფაქტზე სათანადო
რეაგირება.'' - აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.