რას საქმიანობდა სკოლა პანდეემის დროს? - ხაშურის #1 სკოლაში გამოფენა გაიმართა
ხაშურის N1 საჯარო სკოლის მიერ მოეწყო - ,,განათლების გამოფენა -
2022". გამოფენა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის
დაღუპული მებრძოლების ხეივანში გაიმართა.
როგორც სკოლაში აცხადებენ, პანდემიის გამო, სსიპ ქალაქ ხაშურის N1
საჯარო სკოლაში მიმდინარე სწავლა/სწავლების პროცესში შემცირდა
მშობელთა და თემის ჩართულობა.
,,ამან, სკოლაში მიმდინარე სწავლა/სწავლების პროცესის და ამ პროცესის
დროს შექმნილი პროდუქტების შესახებ, სასკოლო საზოგადოების
ინფორმირებულობის შემცირება გამოიწვია. შესაბამისად, საჯარო სკოლის
მიმდებარე სკვერში მოეწყო სივრცე
კლასებისთვის/მოსწავლეებისთვის/მასწავლებლებისთვის, სადაც გამოფენილი
იყო სწავლა/სწავლების დროს შექმნილი პროდუქტები და მოხდა მათი
წარდგენა დამთვალიერებლებისთვის.'' - აღნიშნეს სკოლაში.