გორის მუნიციპალიტეტის სოფელ უფლისციხეში აქციებით იმუქრებიან. ისინი
იმ საძოვრების დაბრუნებას ითხოვენ, რომელიც კერძო პირზე გასხვიდა.
ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ თუ საძოვრების პრობლემა არ
მოგვარდება, მუზეუმ-ნაკრძალ უფლისციხებმდე მისასვლელ გზას
გადაკეტავენ.
,,როგორც ჩვენ გავიგეთ, ეს მიწები იჯარითაა გაცემული. ეს ტერიტორია თუ
ბოლომდე მოხნეს, მაშინ საძოვრების გარეშე ვრჩებით' - გვითხრეს
ადგილობრივებმა.
მეორე დღეა, მიწის ფართობზე ტრაქტორი მუშაობს. ადგილობრივმა აიძულეს,
რომ მას მუშაობა შეეწყვიტა.
მოსახლეობასთან შესახვედრად სოფლის წარმომადგენელი მივიდა, ასევე ის
კერძო პირი, ვინც მიწას ფლობს:
,,მე აუცილებლად გავაგრძელებ მუშაობას. რაც მე მეკუთვნის, ის უნდა
დავამუშავო'' - აცხადებს მიწის მფლობელი. ის სოფელ ხიდისთავში
ცხოვრობს.
საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, 6.5 ჰა მიწის ფართობი
სახელმწიფომ იჯარით 2019 წელს გასცა. საიჯარო ხელშეკრულების ვადაა 25
წელი.