ბოლო ორ დღეში შიდა ქართლიდან ევროპის 2022 წლის ჩემპიონები გახდნენ
ტატო გრიგალაშვილი და ლუკა მაისურაძე.
ტატო ქარელიდანაა, ხოლო ლუკა მაისურაძე - ხაშურიდან.
ევროპის ჩემპიონატი 29 აპრილს ბულგარეთში დაიწყო. ის მხოლოდ
ინდივიდუალური ფორმატით იმართება, გუნდური არ იქნება.
საქართველოდან ჩემპიონატში მონაწილეობას 11 ძიუდოისტი იღებს 9 ვაჟი და
2 ქალი.
ლუკა მაისურაძე ევროპის ჩემპიონი 90 კგ წონით კატეგორიაში გახდა, ხოლო
ტატო გრიგალაშვილი - 81 კგ წონით კატეგორიაში.
ტატო გრიგალაშვილი 23 წლისაა. მან ევროპის ჩემპიონის ტიტული 2020
წელსაც მოიპოვა. იმავე 2020 წელს გრანდ-სლემი მოიგო, 2019 წელს
ევროპის ჩემპიონი გახდა ახალგაზრდებს შორი. 2018 წელს ევროპის თასი
მოიგო ახალგაზრდებს შორის.
ლუკა მაისურაძე 24 წლისაა - ევროპის ჩემპიონი ჯერ კიდევ 2018 წელს
გახდა ახალგაზრდებს შორის. მანამდე 2017 წელს საქართველოს ჩემპიონატი
მოიგო.2020 წელს ევროპის ჩემპიონატზე მოიპოვა ბრინჯაოს მედალი.