ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 51 ახალი
დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 1 655 221-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 1 მაისის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.1%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
0.99% ხოლო 7 დღის მანძილზე - 0.84%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 95 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 637 293-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 1 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 811 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 51 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 36 შემთხვევა,
აჭარა - 5,
იმერეთი - 3,
ქვემო ქართლი - 0,
შიდა ქართლი - 2,
გურია - 2,
სამეგრელო - ზემო სვანეთი - 0,
კახეთი - 2,
მცხეთა-მთიანეთი -0,
სამცხე-ჯავახეთი - 1,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 1 091 საიდანაც,
286 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის
საავადმყოფოებში - 165, აჭარაში - 9, იმერეთში - 72. ამ ეტაპზე
რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 67 პირი, მათ შორის, თბილისში -
45, აჭარაში - 5, იმერეთში - 7. 805 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს
გადის საცხოვრებელ ბინაზე.