ქარელში, ახალგაზრდობის ქუჩაზე, დევნილთა დასახლების მიმდებარე
ტერიტორიაზე საბავშვო ბაღი გაიხსნა.
მერიის პრეს-სამსახურის ცნობით, 60 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო
ბაღი არის სრულად აღჭურვილი და აკმაყოფილებს საერთაშორისო
სტანდარტებს.
პროექტი დაფინანსდა გერმანიის განვითარების ბანკის მიერ და
განახორციელა ლტოლვილთა დანიის საბჭომ, საქართველო-გერმანიის
ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში.