საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ
კონკურსის "სამუსიკო სასწავლებლებში ინსტრუმენტების განახლება"
გამარჯვებული პროექტები გამოავლინა. ესენია:
"როიალის განახლება ხაშურის სამუსიკო სკოლაში", განმახორციელებელი -
ა(ა)იპ ხაშურის მუნიციპალიტეტის სკოლისგარეშე სახელოვნებო
საგანმანათლებლო დაწესებულებების გაერთიანება. შესაძენი ინსტრუმენტი -
1 როიალი (ხაშურის სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზისთვის);
"სამუსიკო სკოლებში ინსტრუმენტების განახლება", განმახორციელებელი -
ა(ა)იპ კულტურისა და სახელოვნებო სკოლების დაწესებულებების
გაერთიანება (ქ.კასპი). შესაძენი ინსტრუმენტები: როიალი - 2;
ფორტეპიანო - 10, გაერთიანებაში შემავალი კასპის სამუსიკო
სკოლისთვის.
სულ 7 რეგიონის 11 მუნიციპალიტეტის სამუსიკო სასწავლებლების
ინსტრუმენტების ფონდის განახლებისა და სასწავლო-შემოქმედებითი
პროცესის ხელშეწყობის მიზნით შეძენილი იქნება 105 ინსტრუმენტი.
კონკურსის ჯამური ბიუჯეტი შეადგენდა 400 000 ლარს.