დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა
დაკარგული, 11 წლის ასაკის მოზარდი ტყეში იპოვეს.
ინფორმაციას დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მედია ავრცელებს.
როგორც ირკვევა, ბავშვი გაექცა მშობლებს, რომლებიც ერთმანეთში
ჩხუბობდნენ. მოზარდი ტყეში შევიდა.
"მშობლებს ჩხუბი მოუვიდათ გზაზე, ბავშვს შეეშინდა და გაიქცა,, -
განაცხადა ცხინვალის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის
თანამშრომელმა.
ძებნის ოპერაცია რამდენიმე საათი გრძელდებოდა.