გორის მერიის სპორტის სააგენტოს ცნობით, თბილისში, სპორტსაზოგადოება
,,განთიადის" ღია პირველობაზე, რომელშიც ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა
ქალაქების ძიუდოისტთა გუნდები იღებენ მონაწილეობას, პირველი საშეჯიბრო
დღე გორელებმა - 3 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.
შეჯიბრება, 2007-2008 წწ დაბადებულ ვაჟებსა და 2006-2007 წწ დაბადებულ
გოგონებს შორის მიმდინარეობს.
პირველ ადგილებზე გავიდნენ: დათო სადაღაშვილი (46 კგ), გიორგი
ბაბუციძე (55 კგ) და ნუცა თათრიშვილი (57 კგ) - სამივე გურამ
პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლა.
ბრინჯაოს მედალი მარიამ აბალაკმა მოიპოვა (+78 კგ) - შოთა ჩოჩიშვილის
სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლა.