საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, რკინიგზის ხიდს,
რომელიც სოფელ უფლისციხეში მდებარეობს, რეაბილიტაცია სჭირდება.
ამის თაობაზე კვლევა საქართველოს გზათა სამეცნიერო-კვლევითი და
საწარმო ტექნოლოგიურ-კომპლექსურმა ინსტიტუტყმა, ,,საქგზამეცნიერებამ""
ჩაატარა.
ხიდი 1961 წელსაა აშენებულია, ხოლო ამ ხნის მანძილზე, კომპლექსური
რეაბილიტაცია არ ჩატარებია.
ამ კვლევის საფუძველზე ინფრასტრუტურის სამინისტრომ 400 000 ლარი
გამოყო. სამუშაოები წელს დაიწყება და ის 7 თვე გასტანს.
გეგმაში არაა მითითებული, თუ რა ფორმით მოხდება რეაბილიტაცია.
წინასწარი ინფორმაციით, ხიდზე მოძრაობა 7 თვის განმავლობაში,
ნაწილობრივ შეიზღუდება.