კასპში მდინარე ლეხურის ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის 1,3 მლნ ლარი
გამოიყო.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, სამუშაოები 2022 წელსაა
გათვალისწინებული.
შესყიდვების სააგენტოს ცნობით, 2022 წლის იანვარში გამოცხადებულ
ტენდერში მონაწილეობა სამმა კომპანიამ მიიღო, ყველამ ფასები
მნიშნელოვნად დააკლო,
ასე მაგალითად:
გზამშენი - 869 998 ლარი
გალ-მშენი - 830 000 ლარი
ინშაათ საქართველო - 826 122
შესყიდვების სააგენტომ ბოლო ორ კომპანიას დისკვალიფიკაცია უკვე
მიანიჭა.
ამჯერად საგზაო დეპატამენტი მოლაპარაკებებს აწარმოებს ,,გზა
მშენთან'', რომელსაც მითითებული აქვს 869 998.
ფოტო: კასპის
მოამბე