კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხსა და ქვათხევის მონასტერს შორის
არსებული გზის რეაბილიტაცია დაიწყო.
სამუშაოებს კომპანია ,,იბოლია'' აწარმოებს საქართველოს
ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაკვეთით.
პროექტის ღირებულებაა 3,5 მლნ ლარი. გზის სიგრძე 4 კმ-ია.
ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიამ სამუშაოები წლის ბოლომდე უნდა
დაასრულოს.