გორში მყოფ უკრაინელებს საკრებულოს წევრებმა დედის დღე მიულოცეს
20:04 / 08.05.2022
გორში მყოფ უკრაინელებს საკრებულოს წევრებმა დედის დღე მიულოცეს. წელს
დედის დღე უკრაინაში 8 მაისს აღინიშნება.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ გვითხრა, ეს დღე
უკრაინაში მოძრავი თარიღია.
,,როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, უკრაინაში დედის დღე აღინიშნება
მაისის თვის მეორე კვირას. წელს ეს თარიღი 8 მაისს დაემთხვა. ამიტომ,
დღეს გადავწყვიტეთ მოგვენახულებინა ის დედები, რომლებიც უკრაინიდან
არიან ლტოლვილები'' - გვითხრა დავით რაზმაძემ.