9 მაისს მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს მიიღებენ
ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო
ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს მიიღებენ.
მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები კი 500 ლარს
მიიღებენ.
შესაბამის განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.
წელს მეორე მსოფლიო ომის დასრულების 77-ე წლისთავი აღინიშნება.
დასავლური ქვეყნები ამ დღეს 8 მაისს აღნიშნავენ, საქართველო ნაციზმზე
გამარჯვების დღეს, რუსეთის მსგავსად, 9 მაისს აღნიშნავს.