ლიდია ნემსაძე 100 წლის ჯერ კიდევ 2020 წელს გახდა. ის სტუდენტი
იყო, როცა ფრონტზე მოხალისედ წავიდა.
ახალგაზრდა გოგონა მედდა გახლდათ; ასობით ჯარისკაცისა თუ
მშვიდობიანი მოქალაქისთვის აღმოუჩენია დახმარება.
ქალბატონი ლიდია, ომის დასრულების შემდეგ, ისევ თავის მშობლიურ გორს
დაუბრუნდა და მრავალი წელი თავის საყვარელ საქმეს ემსახურებოდა.