უფლისციხეში ვიზიტორების რაოდენობამ 4 თვეში 18 000-ს მიაღწია. ამის
შესახებ მუზეუმის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა გვაცნობეს.
ადმინისტრაციის ცნობით, აპრილის თვეში წინა თვეებთან შედარებით,
გაორმაგდა კიდეც.
ასე მაგალითად:
იანვარი - 3135
თებერვალი - 2683
მარტი - 3734
აპრილი - 7 919
ჯამში 17471
ადმინისტრაციის ცნობით, 70% უცხოელი ტურისტია, დანარჩენი ადგილობრივი
ვიზიტორი.
რაც შეეხება გასულ, 2021 წელს, წლის განმავლობაში უფლისციხეს 78 900
ვიზიტორი ესტუმრა. აღსანიშნავია, რომ პანდემიის გამო, მუზეუმი 2020
წლის გაზაფხულიდან 2021 წლის 1 მარტამდე დაკეტილი იყო.
2019 წელს, ვიზიტორების რაოდენობა 350 000-ს აღწევდა. 2018 წელს კი,
მხოლოდ, აპრილის თვეში, 21 ათასი ვიზიტორი იყო რესგისტრირებული.