ეროვნული ლიგა-ს მე-13 ტურში, გორის ,,დილა'' თბილისის
,,დინამოს'' უმასპინძლებს.
შეხვედრა
19 საათზე, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
ეროვნულ ასპარეზზე ეს გუნდები ერთმანეთს 74- ჯერ შეხვედრიან.
ურთიერთშეხვედრებში დინამოს დიდი უპირატესობა აქვს - 51 შემთხვევაში
გამარჯვება თბილისელებს დარჩათ, 14 შეხვედრა ფრედ დასრულდა და 9
თამაში გორელებმა მოიგეს. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი
დინამოს გუნდის სასარგებლოდ 177/46 არის.
ყველაზე დიდი ანგარიშით დინამომ 2005 წლის 2 აპრილს იმარჯვა. XVI
ჩემპიონატის ოცდამეექვსე ტურში გამართული შეხვედრა 9-0 დასრულდა.
ასევე ცხრა ბურთი გავიდა 1993 წლის 16 ნოემბერს ჩატარებულ მატჩში.
მეხუთე ჩემპიონატის მეთხუთმეტე სათამაშო დღეს თბილისელებმა 7 ბურთი
გაიტანეს, გორელთა 2 გოლის საპასუხოდ.
აღსანიშნავია, რომ სამჯერ დაფიქსირდა ხუთბურთიანი სხვაობა 6-1 და
ექვსჯერ 5-0, ხოლო ოთხ-ოთხჯერ შეხვედრა დასრულდა ანგარიშით 4-1, 4-0
და 1-1.
ფრედ ჩატარებული შეხვედრებიდან ექვსი მატჩი უგოლოდ, სამი შეხვედრა კი
2-2 დასრულდა.
გორის დილამ პირველად დინამოს 2012 წლის 15 სექტემბერს მოუგო (2-0).
ბოლოს ეს გუნდები თბილისში 6 აპრილს შეხვდნენ ერთმანეთს. მატჩი
მასპინძლებმა 2-1 დმიტრი ანტილევსკის და გიორგი პაპავას გოლებით
მოიგეს.