ცხინვალი-როკის გზაზე ქვათაცვენის გამო მოძრაობა შეფერხებულია.
ამის შესახებ დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციების
სამსახური მძღოლებს მეორე დღეა აფრთხილებს.
სამსახურის წარმომადგენლები მძღოლებს სთხოვენ, რომ განსაკუთრებით
ღამით გადაადგილებისგან თავი შეიკავონ. ეს ერთდერთი გზაა, რომლითაც
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთი რუსეთს უკავშირდება.
ქვთაცვენა დაკავშირებულია ძლიერ ნალექთან, რომელსაც ადგილი ბოლო ერთი
კვირის განმავლობაში ჰქონდა.