კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ეზატის ტერიტორიაზე, ძლევის მთაზე
სამოყვარულო დოღი გაიმართა.
3 კმ-იან მონაკვეთზე 15 ცხენოსანი მონაწილეობდა. მათ შორის,
გუდალეთელი ელენა მოდრეკილაძე. ის ხუთეულში მოხვდა.
პირველ ადგილზე ქვემო ჩოჩეთის მკვიდრი დიმა ხალიბეგაშვილი გავიდა.
ხუთეულში მოხვდნენ ასევე აკო სუსანაშვილი (მეორე ადგილი) ბექა
აფციაური - მესამე ადგილი და მომდევნო ადგილი ბაჩო ბედოიძეს ერგო.
შეჯიბრი გიორგობის დღესასწაულზე უნდა გამართულიყო, თუმცა უამინდობის
გამო, 12 მაისს გაიმართა.
ტურნირში მონაწილეობდნენ ახალგაზრდები თელადგორიდან, გუდალეთიდან,
ქვემო ჩოჩეთიდან და სხვა მიმდებარე სოფლებიდან.