გორის ცენტრში ახალგაზრდებს შორის ჩხუბი მოხდა.
დაპირისპირება წინასწარი ინფორმაციით, რესტორანში დაიწყო. შემდეგ კი
ჩხუბის მონაწილეები ქალაქის სხვადასხვა უბანში გაიფანტნენ.
პოლიციის თანამშრომლები მათ ქალაქის მასშტაბით ეძებდნენ.
ერთ-ერთი დაშავებული ახალგაზრდა სადგურის დასახლებისკენ გაიქცა. მას
სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებოდა და ტროტუარზე
იწვა.
,,მძიმე ღამე გვაქვს" - აღნიშნა გორის პოლიციის უფროსმა
გამომძიებლებთან საუბრის დროს.
რესტორნის წარმომადგენლების თქმით, დაწესებულების წინ დამტვრეული
ჭურჭელი არაფერს ნიშნავს: ,,ღვინის ჭიქები გაუტყდათ უბრალიდ, ხელიდან
გაუვარდათ" - აღნიშნა რესტორნის წარმომადგენელმა.