გორის მუნიციპალიტეტში 2023 წელს სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის
ფარგლებში 3 მლნ ლარამდე დაიხარჯება.
ეს თანხა გადანაწილდა 28 ზონაზე, მათ შორის, ქალაქის უბნებზე.
გორის მერიამ ქალაქის ტერიტორიაზე შეხვედრების ციკლი უკვე
დაასრულა. ხვალიდან კი მოსახლეობასთან შეხვედრები სოფლებში
დაიწყება.
როგორც მერიაში აცხადებენ, შეხვედრების შემდეგ ივსება
სააპლიკაციო ფორმა, რომლის მეშვეობით მოქალაქეებს საკუთარი სურვილის
დაფიქსირების საშუალება ეძლევათ.
,,ეს თანხა დაიხარჯება იმის მიხედვით, თუ რის გაკეთება სურს
მოსახლეობას საკუთარ უბანში" - აღნიშნავენ მერიაში.