კარნახი, საუკეთესო კალიგრაფია, ლექსებისა და მოთხრობების მხატრვრული
კითხვა ოსურ ენაზე, ოსური სიმღერები და სხვა კონკურსები –
არეშფერანის, ფონას, წიწკანაათსერის და მთისძირის საჯარო სკოლების
მოსწავლეებმა ოსური ენის დღე ინტელექტუალური კონკურსით აღნიშნეს.
ღონისძიება სოფელ არეშფერანში გაიმართა, სადაც ცხოვრობენ ეთნიკურად
ოსები. საკონკურსო პროგრამა მოამზადა ივანე ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა
სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის
ფინანსური მხარდაჭერით.
ლიტერატურულ კონკურსში გამარჯვებულებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.