ქალაქ გორში, მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს სასმელი წყალი არ
მიეწოდება.
როგორც წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, წყლის სათავე ნაგებობას
ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
"ენერგო-პრო ჯორჯიას" ტექნიკური ჯგუფი მუშაობს ინტენსიურად, რათა
დროულად მოხდეს დაზიანების აღმოფხვრა და ელექტროენერგიის აღდგენა.
ელექტროენერგიის აღდგენისთანავე, მოსახლეობას წყლის მიწოდება
აღუდგება. კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს წყალმომარაგების
მიწოდების შეზღუდვის გამო.'' - აცხადებენ კომპანიაში.