შიდა ქართლში ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების 1 შემთხვევა
დადასტურდა.
ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის შიდა ქართლის
წარმომადგენელმა ეკა ქორჩაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დაავადება ხაშურის ერთ-ერთ სოფელში, 38-წლის ქალს
დაუდასტურდა.
წელს საქართველოში ყირიმ-კონგოს შემთხვევები ახალციხის
მუნიციპალიტეტშიც დადასტურდა. 13 მაისის მონაცემებით, ახალციხის
მუნიციპალიტეტში 6 შემთხვევა დადასტურდა.
ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული
დაავადებაა, რომელსაც იწვევს ვირუსის ერთ-ერთი სახეობა. ეს ვირუსი
განსაკუთრებით საშიშ პათოგენთა ნუსხაშია.
გამომწვევის ბუნებრივი რეზერვუარები არიან მღრღნელები, მსხვილფეხა და
წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი, ფრინველები, გარეული ძუძუმწოვრები, ასევე
დაავადების გადამტანები – ტკიპები, რომლებიც მთელი სიცოცხლე
ვირუსმტარებლები რჩებიან და ვირუსს შთამომავლობას გადასცემენ.
ინფექციის წყარო ინფიცირებული ცხოველი ან ავადმყოფი ადამიანია.
ინფექციის გადამტანია 20-ზე მეტი სახეობის ტკიპაა.