ავტომაგისტრალზე ერთმანეთს ორი ავტომანქანა შეეჯახა. ცეცხლი გაუჩნდა
ორივე ავტომობილს.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ, რუისი-ურბნისის მონაკვეთზე მოხდა.
გარდაიცვალა ერთი ადამიანი, სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს
დანარჩენმა მგზავრებმა.
დაშავებულთა შორის არის ასევე ქვეითიც. გამოძიებას შიდა ქართლის
საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ატარებენ.