კასპში დასრულდა რესპუბლიკური ტურნირი კალათბურთში.
სამეულში კასპის, გორისა და ხაშურის გუნდები მოხვდნენ.
პირველ ადგილზე გავიდა კასპის ,,კასპერი'', მეორეზე - გორის
უნივერსიტეტის გუნდი. მესამეზე - ხაშური.
კასპელმა კალათბურთელებმა პირველ მატჩში ხაშურის გუნდი დაამარცხეს,
ფინალური ორთაბრძოლა კი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტთან
გამართეს.
გორელებმა ფინალამდე ახმეტის გუნდი დაამარცეს.
წლევანდელი ტურნირი კოტე ჩხარტიშვილის მემორიალურ ხსოვნას
მიეძღვნა.
ფოტოზე: გორის უნივერსიტეტის გუნდი