ახალი ამბები
რიკოთის გვირაბში 25-28 მაისს მოძრაობა შეიზღუდება
2022 წლის 25, 26, 27 და 28 მაისის 00:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

პრეს-სამსახურის ცნობით, შეზღუდვები პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დაწესდება.
Print