ახალი ამბები
ვინ არის ქალი, რომელმაც ხაშურში პრემიერ-მინისტრს სახლის აშენებაში დახმარება სთხოვა
ხაშურში მოქალაქემ პრემიერ-მინისტრს დახმარება სთხოვა.

ის არ აღმოჩნდა იმათგანი, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილს ქუჩაში ,,შემთხვევით" მხოლოდ მადლობის სათქმელად  შეხვდა.

სვეტლანა ნოზაძე ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში ცხოვრობს. მისი თქმით, საცხოვრებელი სახლი დანგრეული აქვს. 

მისი თქმით, ბინა 1991 წელს მიწისძვრის დროს დაენგრა. დიდი ხანია სხვის სახლში ცხოვრობს.

ხაშურის ცენტრში სვეტლანა ნოზაძემ ირაკლი ღარიბაშვილს მადლობა გადაუხადა იმისათვის, რომ პრემიერ- მინისტრი მეორედ გახდა.

ხაშურის მერიის ცნობით, სვეტლანა ნოზაძე დაკმაყოფილებულია ბინის ქირით.
Print