გორში მანქანა ქვეითად მოსიარულე მოზარდს დაეჯახა. შემთხვევა
ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა.
მედიკოსების თქმით, ბავშვი მსუბუქად დაშავდა, ის სამედიცინო
დახმარების ბრიგადამ გამოკვლევებისთვის საავადმყოფოში გადაიყვანა.
დაწყებულია გამოძიება, რომელსაც საპატრულო პოლიცია აწარმოებს.