ახალი ამბები
გორის ჰოსპიტალში ელექტრონული რეცეპტის სისტემა ივნისიდან დაინერგება
გორის სამხედრო ჰოსპიტალში ელექტრონული რეცეპტის სისტემა ივნისიდან დაინერგება.

როგორც აიტის სამსახურის უფროსმა ნაირა ლობჟანიძემ 23 მაისს ჰოსპიტლის დირექტორს აცნობა, ახალი მოდელი ჯერ არაა დანერგილი. მისი ინფორმაციით, ჰოსპიტლში მომსახურების სისტემას უზრუნველყოფს ,,მედსერვისი'', რომელსაც ეს სისტემა ჯერ დანერგილი არა აქვს.

როგორც ცნობილია, 2022 წლის 1 მარტიდან სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ყველა კომპანია ვალდებულია მეორე ჯგუფისთვის განკუთვნილი ფარმაცევტული პროდუქტი გამოწეროს მხოლორ ელექტრონული ფორმით.

ქაღალდზე რეცეპტის გამოწერა მხოლოდ სოფლის ექიმს შეუძლია.
Print