ახალი ამბები
კასპში ერთმა ადამიანმა თანასოფლელ ბავშვებს სიურპრიზი მოუწყო
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თელიანში (ყოფილ ყარაღაჯში) მაკა გოდერძიშვილმა თანასოფლელ ბავშვებს სიურპრიზი მოუწყო.

ბავშვთა დაცვის დღეს, 1 ივნისს სკოლის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაუყვანა გასართობი ცენტრისა და მულტფილმის გმირები.

როგორც ადგილობრივი მკვიდრი, მარი დავითაშვილი ყვება, ღონისძიება მთლიანად მაკა გოდერძიშვილის ორგანიზებით და სახსრებით განხორციელდა.

მაკა გოდერძიშვილი ასევე აქტიურობა მაშინაც, როდესც რუსეთ - უკრაინის ომი დაიწყო. მან უკრაინაში, თანამოაზრეებთან ერთად, ჰუმანიტარული ტვირთიც გაგზავნა.


Print