ახალი ამბები
3 ივნისს ხაშური-ხარაგაული-ზესტაფონის საგარეუბნო მატარებელი არ იმოძრავებს
ხვალ, 3 ივნისს, საგარეუბნო მატარებელი – ხაშური-ხარაგაული-ზესტაფონი – არც ერთი მიმართულებით არ იმოძრავებს.

ამის შესახებ ინფორმაციას ხარაგაულის საინფორმაციო სააგენტო ,,ჩემი ხარაგაული'' ავრცელებს.

როგორც "საქართველოს რკინიგზას" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ირინა ხიზანიშვილმა მათ განუცხადა, მიზეზი ახალი ლიანდაგის ექსპლოატაციაში შესვლაა. ხაშური-ზესტაფონის მონაკვეთზე ახალი რკინიგზის მშენებლობა მიმდინარეობს.

სხვა სამგზავრო მატარებლები – თბილისი-ოზურგეთი-ქუთაისი, თბილისი-ფოთი, თბილისი-ზუგდიდი, თბილისი-ბათუმი, ყველა მიმართულებით ჩვეულ რეჟიმში იმოძრავებენ.

საგარეუბნო მატარებლის, ხაშური-ხარაგაული-ზესტაფონის, გადაადგილება 4 ივნისიდან აღდგება.

ხაშური-ხარაგაული-ზესტაფონის მატარებელი ძირითადად ჩხერიმელას ხეობის მოსახლეობას ემსახურება, რომელთა მოთხოვნა საგარეუბნო მატარებლის აღდგენასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ 2022 წლის თებერვალში დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ რეისს მოსახლეობა ,,მასტერაოსს' უწოდებს.
Print