დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, მდინარეში დაკარგული ბიჭის
ცხედარი იპოვეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ცხინვალის საგანგებო სიტუაციების მართვის
სამსახური ავრცელებს.
სააგენტო რესის ცნობით, 19-წლის ბიჭის ცხედარს სოფელ ითრაფისის
ტერიტორიაზე, მდინარე ლიახვში მიაგნეს.
ბიჭი კი მდინარე ფაწამ ჯავის რაიონში, სოფელ ყემელთაში გაიტაცა.
დაკარგულ ბიჭს 60 მაშველი და 20-მდე ადგილობრივი მცხოვრები ეძებდა.
მდინარეების მოულოდნელი ადიდება უხვმა ნალექმა გამოიწვია.
როგორც ოსური სააგენტოები წერენ, ბიჭი მდინარეში შემთხვევით
ჩავარდა.