გორის ბაზარში პარტია "ლელოს" ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს მწვანილი
,,ქართული ოცნების'' მხარდამჭერებმა ესროლეს.
ჯაფარიძე თანაგუნდელებთან - ფიქრია ჩიხრაძესთან, ლევან სამუშიასთან,
საბა ბუაძესთან და ლანა გალდავასთან ერთად, მოსახლეობასთან შეხვედრას
მართავდა.
ისინი გორში ჩავიდნენ, რათა 3 ივლისს თბილისში დაგეგმილ აქციაზე
რეგიონებიდან ხალხის მობილიზებისთვის შეეწყო ხელი.
თბილისში გაიმართება აქცია ,,შინ ევროპისკენ''. პოლიტიკოსები
სპეციალურ ბუკლეტებს არიგებენ და ხალხს მოუწოდებენ, რომ ამ აქციაზე
წავიდნენ.