ქარლისა და გორის მუნიციპალიტეტის 9 სოფელს ახალი სარწყავი არხი
აქვს.
აღდგენილია სკრა-ქარელის სარწყავი სისტემა. როგორც მელიორიცაციის
სამსახურიდან გვაცნობეს, აღდგენილ სისტემაში წყალი გაშვებულია.
პრეს-სამსახურის ცნობით, 28.4 კილომეტრამდე სიგრძის მაგისტრალური
არხის და წყალგამანაწილებლების რეაბილიტაცია ჩატარდა. მოეწყო
რკინაბეტონის ღარები; ჰიდროტექნიკური ნაგებობები; წყალმზომები.
ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ქ.ქარელის, ქარელისა და გორის
მუნიციპალიტეტების 9 სოფლის (ახალსოფელი, სამწევრისი, ქარელი,
ხვედურეთი, ქვენაფლავი, ღვლევი, სკრა, ბეთლემი, რიეთი) 3240 ჰექტარ
სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება
გაუმჯობესდა.
პროექტის ღირებულება 4 მლნ ლარამდეა.