ასე გამოიყურება გზა, რომელიც იწყება ატენის სიონიდან და გრძელდება
ზევით, ტანას ხეობაში.
მგზავრებს ბობნევსა და ბიისში მოწესრიგებული გზა დახვდება. პროექტი
კი, რომელიც 2020 წელს დაიწყო, მოიცავს ხიდისთავი-ატენი-ბოშურის გზის
რეაბილიტაციას.
,,პროექტის დასრულების შემდეგ, ატენის სიონის სამონასტრო კომპლექსამდე
და სოფელ ბოშურამდე მისვლა უსაფრთხოდ და კომფორტულად იქნება
შესაძლებელი.'' - აღნიშნავენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსება და მისი ღირებულება 11 949
999 ლარია.
სამუშაოები 2020 წლის მარტში დაიწყო და 2021 წლის დეკემბერში უნდა
დასრულებულიყო. სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია "ენსისი" და მისი
ქვეკონტარქტორი "ჯეოინვესტი" ახორციელებენ",