მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა პროკურატურის წინ აქცია გამართეს
დღეს მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა
პროკურატურის წინ აქცია გამართეს.
1 წლის თავზე, 2021 წლის 5-6 ივლისს პროფესიული მოვალეობის შესრულების
დროს ჰომოფობიური და მოძალადე ჯგუფების მიერ ჟურნალისტებზე თავდასხმის
ყველა მონაწილისა და ორგანიზატორის გამოვლენა და დასჯა მოითხოვეს.
2021 წლის 5-6 ივლისს სიძულვილის ჯგუფების მასობრივი თავდასხმის
შედეგად მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა.