გორში, 12 ივლისს გორში თამარ კაკალაშვილი იმღრებს. გადაწყვეტილება
გორის მერიის კულტურის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა,
ზურაბ ილურიძემ მიიღო.
მისი ცნობით, თამარ კაკალაშვილი ასევე წაიყვანს თანამედროვე ცეკვის
კონკურსს „Jast Dance“, რომელიც ამავე დღეს გაიმართება.
,,ცეკვების კონკურსი თავის მხრივ მოიცავს მომღერლის მიერ შესრულებული
მუსიკალური ნომრებით დამსწრე საზოგადოების საცეკვაო განწყობის
შექმნას, ასევე გაუძღვება კონკურსის მსვლელობას, რაც ცეკვის კონკურსის
წინაპირობას წარმოადგენს.'' - აღნიშნავენ გორის მერიის კულტურის
ცენტრში.
მიზნად ისახავს ცეკვის პოპულარიზაციას, ჯანსაღი გართობის წესის
დანერგვის ხელშეწყობას. ღონისძიება ასევე მოიცავს მუსიკალურ
ნომრებსაც.
თამარ კაკალაშვილს 1200 ლარს გადაუხდიან.
2019 წლის "საქართველოს ვარსკვლავის" მონაწილე თამარ
კაკალაშვილი ქართველმა მსმენელმა მაშინ გაიცნო და
შეიყვარა, როცა მუსიკალურ შოუში "X ფაქტორი" გორის
გოგონათა გუნდში მღეროდა.