გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში სასწრაფო დახმარების მანქანას
ხანძარი გაუჩნდა.
შემთხვევა შუადღეს მოხდა.
ინციდენტს შეესწრო საკრებულოს წევრი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან
ნანა ლოთიშვილი.
მისი თქმით, მანქანას ცეცხლი მაშინ გაუჩნდა, როდესაც ბრიგადა ერთ-ერთ
ოჯახში გამოძახებაზე მიდიოდა.
ცეცხლის ჩასაქრობად გორიდან სახანძრო მანქანა გამოიძახეს, გამოიძახეს
ასევე სხვა ბრიგადა პაციენტისთვის.
ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. მიმდინარეობს მოკვლევა ხანძრის
გამომწვევი მიზეზების დასადგენად.