გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი კეთილმოწყობის
სააგენტოს თანამშრომლებს შეხვდა და მადლობა გადაუხადა მათ გაწეული
საქმისთვის.
ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
პრეს-სამსახურის ცნობით, კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლებს ახალი
სპეცტანსაცმელიც გადასცეს.
"ეს ადამიანები საკმაოდ დიდ საქმეს აკეთებენ ჩვენი
მუნიციპალიტეტისთვის, ზრუნავენ ქალაქის დასუფთავებასა თუ
გამწვანებაზე. მადლობა მინდა გადავუხადო მათ ამ საქმისთვის." - გორის
მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი.
ეს ის სამსახურია, რომლებაც ორი დღის წინ, ღამით გარემოვაჭრეების
დახლები აიღეს და ქალაქის რამდენიმე ქუჩა მათგან გაასუფთავეს.