14 ივლისს 21:00 საათზე გორის ,,დილა'' უეფას კონფერენს ლიგის
საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში ფინურ ,,კუპსს"
უმასპინძლებს.
პირველი მატჩი 7 ივლისს გორის "დილამ" მარცხით 2:0 დაასრულა.
კოფერენს ლიგა - 2021 წლის ზაფხულში შეიქმნა და წარმოადგენს ახალ
ევროპულ ტურნირს. ფორმატით ის ჩემპიონთა ლიგის ანალოგად ითვლება.
ტარდება უეფა-ს მიერ ევროპული საფეხბურთო კლუბების მონაწილეობით.
კონფერენს ლიგა ევროპაში რანგით მესამე ტურნირია ჩემპიონთა ლიგისა და
ევროპა ლიგის შემდეგ. კლუბების კვალიფიკაცია დამოკიდებულია მათ
შედეგებზე ეროვნული ლიგისა და ადგილობრივი თასების შეჯიბრებებში.
შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების შეძენა ონლაინ ფორმატში ,,tkt.ge"
-ზე შეიძლიათ, ბილეთის შესაძენად გადადით მითითებულ ბმულზე
https://cutt.ly/xLbHAAq
თამაშის დღეს 14 ივლისს კი ბილეთები თენგიზ ბურჯანაძის სახელობის
სტადიონის წინ არსებულ სალაროებშიც გაიყიდება ბილეთის ფასი 5 ლარია.