ახალი ამბები
ბოჟამის გზის მოასფალტება დასრულდა
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ბოჟამში ასფალტის დაგება დასრულდა.

ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები 15 ივლისს უნდა დასრულებულიყო.

სარეაბილიტაციო მონაკვეთის საერთო სიგრძე შეადგენს 2,567 კმ-ს, რომელიც მთლიანად გადის კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე

სამუშაოები კომპანია შპს "ენ-დი როუდმა'' შეასრულა. რეაბილიტაციის ღირებულება 1 225 655 ლარი იყო, რომელიც მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან დაფინანსდა.

სამთავისსა და ბოჟამს შორის სავალი გზა ცარიელ მინდვრებზე გადის. ამიტომ, ზამთრის სეზონზე, ნამქერის გამო, სამთავისიდან სატრანსპორტო მიმოსვლა წყდება.

სამგზავრო ტრანსპორტი კი საერთოდ არ დადის. ვისაც მანქანა ჰყავს, მხოლოდ, მათ შეუძლიათ მუნიციპალიტეტის ცენტრთან დაკავშირება. დიდი ნაწილი ცენტრალური ავტომაგისტრალის იგოეთის მონაკვეთამდე ფეხით მიდის.
Print