დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი მოსკოვში გაემგზავრა.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
ადგილობრივი მთავრობის პრეს-სამსახურის ცნობით, ალან გაგლოევი სამუშაო
შეხვედრას გამართავს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის
უფროსის მოადგილესთან - დიმიტრი კოზაკთან. ⠀
,,სამუშაო ვიზიტის ფარგლებში განიხილება ორმხრივი ურთიერთობებთან
დაკავშირებული აქტუალური საკითხები, მათ შორის რესპუბლიკის
სამინისტროებისა და დეპარტამენტების თანამშრომელთა ხელფასებისა და
პენსიების გაზრდის საკითხი'' - აღნიშნულია განცხადებაში.