თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში მოქმედებს სახელმწიფო
პროგრამა „დიაბეტის მართვა“.
პროგრამის მიზანია შაქრიანი და უშაქრო დიაბეტით დაავადებული
პაციენტების ამბულატორიული მეთვალყურეობის გაუმჯობესება, შესაძლო
გართულებების პრევენცია და სპეციფიკური მედიკამენტებით
უზრუნველყოფა.
▪️ სპეციალიზებული ამბულატორიული დახმარების კომპონენტით სარგებლობა
შეუძლიათ შაქრიანი და უშაქრო დიაბეტით დაავადებულ საქართველოს
მოქალაქეებს.
▪️ სპეციალიზებული ამბულატორიული დახმარება მოიცავს:
1) შაქრიანი (ინსულინმომხმარებელი, არაინსულინმომხმარებელი) დიაბეტით
დაავადებულ პაციენტებში მედიკამენტის დოზის კორექციისათვის
ექიმ-ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობასა და პროგრამის მოსარგებლეების
შესაბამის სამედიცინო განათლებას. ექიმ-ენდოკრინოლოგის დანიშნულების
შესაბამისად, საჭიროებისამებრ, ნევროპათოლოგის, კარდიოლოგის,
ოფთალმოლოგის და ანგიოლოგის კონსულტაციას და კლინიკო-ლაბორატორიულ
გამოკვლევებს:
ა) გლუკოზის განსაზღვრა სისხლში, არანაკლებ 6 ერთეულისა ერთ
პაციენტზე;
ბ) გლიკოჰემოგლობინის განსაზღვრა;
გ) კრეატინინის და/ან შარდოვანას განსაზღვრა სისხლში;
დ) მიკროალბუმინურიის კვლევა;
ე) სისხლის საერთო ანალიზი;
ვ) შარდის საერთო ანალიზი;
ზ) С- პეპტიდი;
თ) ჰომა – 2-ის ინდექსი;
ი) ე.კ.გ.
2) უშაქრო დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში მედიკამენტის დოზის
კორექციისათვის ექიმ-ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობასა და პროგრამის
მოსარგებლეების შესაბამის სამედიცინო განათლებას. ექიმ-ენდოკრინოლოგის
დანიშნულების შესაბამისად, საჭიროებისამებრ, ნევროპათოლოგის და
ოფთალმოლოგის კონსულტაციას და კლინიკო-ლაბორატორიულ გამოკვლევებს:
ა) სისხლის საერთო ანალიზი;
ბ) თავის ქალის რენტგენოგრაფია;
გ) თვალის ფსკერისა და მხედველობის ველის გამოკვლევა;
დ) გლუკოზის განსაზღვრა სისხლში უზმოდ და ჭამის შემდეგ;
ე) შარდის საერთო ანალიზი (არანაკლებ 2 ერთეულისა);
ვ) ზიმნიცკის სინჯი (არანაკლებ 2 ერთეულისა);
ზ) ელექტროლიტების – Na, К – განსაზღვრა სისხლში.
▪️ „სპეციალიზებული ამბულატორიული დახმარების კომპონენტით“
გათვალისწინებული მომსახურების მიღების უფლება პაციენტს აქვს
წელიწადში ერთხელ.
დიაბეტის მართვის პროგრამის ფარგლებში, მოსარგებლემ პროგრამით
განსაზღვრული მომსახურების მისაღებად რეგისტრაციისთვის, უნდა მიმართოს
მომსახურების მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებას - თავდაცვის
სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალს.
▪️ პროგრამის ფარგლებში, სოციალურად დაუცველი პირები და და პედაგოგები
სარგებლობენ უფასო მომსახურებით, სხვა პირებისთვის არსებობს
შეღავათები.