ხაშური-ბორჯომის გზაზე ავარია მოხდა. ქვიშხეთის სიახლოვეს მანქანა
გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
დგინდება ავარიის გამომწვევი მიზეზი.
ინფორმაციას ხაშურის ტელევიზია ტვ ივერია ავრცელებს.
შსს-ს ცნობით, დაიღუპა 1 ადამიანი. ის 19 წლის იყო. დაშავდა ორი
ადამიანი.