საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერით, 2008 წლის აგვისტოს ომში
დაღუპული სამხედროს ზაზა ბირთველიშვილის ხსოვნის უკვდასაყოფად, გორის
ერთ-ერთ სკოლას მისი სახელი მიენიჭა.
კერძოდ, კაპრალ ზაზა ბირთველიშვილის სახელი მიენიჭა გორის მე-7 საჯარო
სკოლას.
ზაზა ბირთველიშვილი 1976 წლის 17 აპრილს გორში დაიბადა და გაიზარდა,
ოჯახში მეორე შვილი იყო. გორის მე-7 საჯარო სკოლა დაამთავრა. 17 წლის
დაოჯახდა. მერე იყო სამხედრო სამსახური, ოთხწლიან კონტრაქტზე ჰქონდა
ხელი მოწერილი, თუმცა მხოლოდ 2 წელი იმსახურა.
ტ72 – ტანკი ნომერი 406 - ზაზა
"მიმინოს" ეძახდა
თავის ტანკს. ძალიან უყვარდა. ცხინვალში შევიდა, მას მერე არავის
უნახავს, არც ცოცხალი და არც გარდაცვლილი