USAID იწყებს 5-წლიან პროგრამას გამყოფ ხაზთან მცხოვრები თემების გაძლიერებისთვის
აშშ-ს განვითარების სააგენტო საქართველოში იწყებს ხუთწლიან
პროგრამას.
როგორც USAID-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია
აღნიშნული, პროგრამის ფარგლებში 23 მილიონ დოლარზე მეტი
ინვესტიცია განხორციელდება რისკის ქვეშ მყოფი ქართული თემების
გაძლიერების, მათი ეკონომიკური მდგომარებოის გაუმჯობესების და მავნე
ზეგავლენის შემცირებისთვის.
პროგრამა იმუშავებს როგორც დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის, ასევე დე-ფაქტო
აფხაზეთის რესპუბლიკების ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მცხოვრებ
თემებთან.
,,ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს მდგრადობის გაძლიერებას და ბიზნესის
მხარდაჭერას სოფლად, რათა შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები, გაიზარდოს
მოსახლეობის შემოსავლები და გააუმჯობესდეს მათი ცხოვრების პირობები.''
- აღნიშნულია განცხადებაში.