გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ლევიტანაში 8 თვეა გარეგანათება
გამორთულია.
ამის შესახებ ადგილობრივმა მცხოვრებლებმა გვაცნობეს.
მათი თქმით, ამ საკითხით არავინ ინტერესდება, მათ შორის, თემის
წარმომადგენელიც, რომელიც სხვა სოფლიდანაა.
ფოტოზე: გარეგანათება
ზამთარში
,,რამდენჯერმე ვუთხარით სოფლის წარმომადგენელს, რომ იქნებ ჩართონ
გარეგანათება, მაგრამ არ გვაქცევს ყურადღებას'' - აცხადებენ
ადგილობრივები.
კაბელია დაზიანებული თუ სანათებია გადამწვარი, ამის შესახებ ზუსტი
ინფორმაცია ლევიტანის მოსახლეობას არა აქვს.
ლევიტანა მდებარეობს მდინარე ტანის ხეობაში.