ვლადიკავკაზიდან მოპარული 2 ძვირადღირებული მანქანა ცხინვალის რაიონში
იპოვეს.
ამის შესახებ ინფორმაციას დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის შს სამინისტრო
ავრცელებს.
პრეს-სამსახურის ცნობით, მანქანები ვლადიკავკაზში მცხოვრებმა
მოქალაქემ 2022 წლის აპრილში დაკარგა. საჩივრის მიხედვით,
ძვირადღირებული მანქანები მიაქირავა პირს, რომელმაც ქონება აღარ
დაუბრუნა.
ერთ-ერთი მანქანა მილიციამ ცხინვალის რაიონის სოფელ კლარსში (ერედვის
სიახლოვეს) აღმოაჩინა. მეორე მანქანა კი უფრო ადრე, ივნისში
იპოვეს, ისიც ცხინვალის რაიონში.
ორივე მანქანა მფლობელს დაუბრუნეს.